ხათუნა ზახაშვილი: წინასწარ დაგეგმილი არ მაქვს, არც დარეზერვებული მაქვს ჩემთვის ვაქცინა

“მე რეზერვში ვარ იმ პოლიკლინიკაში, იმ უბანზე, სადაც კი დარჩება ვაქცინა იმისთვის, რომ არ გაფუჭდეს იქ გავჩნდები და იქ ჩავიტარებ ვაქცინაციას”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილიმა განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინა დარეზერვებული არ აქვს.

„მე რეზერვში ვარ, იმ პოლიკლინიკაში, იმ უბანზე, სადაც კი დარჩება ვაქცინა იმისთვის, რომ არ გაფუჭდეს იქ გავჩნდები და იქ ჩავიტარებ ვაქცინაციას. წინასწარ დაგეგმილი არ მაქვს, არც დარეზერვებული მაქვს ჩემთვის ვაქცინა. მე მგონია, რომ დღეს ის დრო აქვს საქართველოს, თითოეული ჩვენგანი უნდა გრძნობდეს, რომ ვაქცინის არცერთი დოზა არ უნდა დაიკარგოს, ყველა დოზა ადრესატამდე უნდა მივიდეს“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები