ოლივერ ვარჰეი: გასული წლის შემოდგომაზე ჩატარებული არჩევნების შემდეგ მინდა ვთქვა, დემოკრატიამ უნდა გაიმარჯვოს, ორივე მხარე უნდა იყოს კონსტრუქციულ დიალოგში ჩართული

“გასული წლის შემოდგომაზე არჩევნების შემდეგ მინდა, დავასკვნა და ერთი წინადადებით ვთქვა, გვჯერა, რომ დემოკრატიამ უნდა გაიმარჯვოს, ორივე მხარე უნდა იყოს კონსტრუქციულ დიალოგში ჩართული, რომელიც მიგვიყვანს გადაწყვეტამდე”, – ამის შესახებ ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირები არის ის ასპექტი, რომლითაც მოქალაქეების ინტერესები იქნება ყურადღების ცენტრში.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა, რომელიც არის ჩვენი წლევანდელი წლის აქცენტი, ეფუძნება პოლიტიკის გზავნილებს, ამბიციურ გეგმას, რომელიც საქართველოს გააჩნია საინვესტიციო და ასოცირების ფარგლებში. მიგვაჩნია, რომ სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირები არის ის ასპექტი, რომლითაც ჩვენი მოქალაქეების ინტერესები იქნება ყურადღების ცენტრში. ამაში ჩართული იქნება საქართველოს ხელისუფლება და მომავალშიც ვიმედოვნებთ ამაზე საუბარი სამიტზე გაგრძელდება”, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები