გერმანიაში ავტომობილი ხალხში შევარდა, არიან დაღუპულები

ლაიფციგში ავტომობილი ხალხში შევარდა, რომლის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანია დაღუპული, ორი კი  – დაშავებული.

ინფორმაციას საქსონიის პოლიცია ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ავტომობილს 50 წლის მამაკაცი მართავდა.

შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრულია, ადგილზე პოლიცია და საგანგებო უწყებების წარმომადგენლები იმყოფებიან, ტერიტორიაზე სამაშველო სამსახურის ვერტმფრენი პატრულირებს.

მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მძღოლი დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები