თეა წულუკიანი – ალეკო ელისაშვილს: ახლა ჩვენ აქ ვართ 90 მუთაქა და თქვენ მგლობის ვერაფერი შეგატყვეთ
“თუ ჩვენ გავიხსენებთ პარლამენტში შემოსვლამდე თქვენს გამონათქვამებს, თქვენ თქვით ასეთი რამ – პარლამენტში დევს 90 ცალი მუთაქა „ქართული ოცნებიდან“ და 60 მგელი რომ შევალთ იქ, ნახეთ, რას დავატრიალებთო. ახლა ჩვენ აქ ვართ, 90 მუთაქა და თქვენ მგლობის ვერაფერი შეგატყვეთ”, – ასე მიმართა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ალეკო ელისაშვილს.
„თქვენ ხართ ჩვეულებრივი ფარისეველი, რომელიც ვითომ წუხს ბათუმის ბულვარზე და კულტურულ მემკვიდრეობაზე ერთადერთი კაცი, წევრი ჩემს კომიტეტში, რომელიც წინააღმდეგ წავიდა იმისა, რომ ქართულ კულტურას ჰქონოდა თავისი სამინისტრო. თქვენ ხართ ერთადერთი, რომელიც ამის წინააღმდეგ წახვედით. თქვენ ხართ ის კაცი, რომელიც თქვენზე ბევრად უფროს კაცებსა და ქალებს მუთაქებს ეძახის – ეს უკულტურობაა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ელისაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ქრთამის აღებაში დაადანაშაულა.