ანრი ოხანაშვილი: მძიმე პოლიტიკური წარსულის მიუხედავად, მათთან სასაუბროდ მზად ვართ, ვინაიდან ეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მძიმე პოლიტიკური წარსულის მიუხედავად, ხელისუფლება მათთან სასაუბროდ მზადაა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის ამოსავალი დღის წესრიგი პარტნიორების პატივისცემაა.
„მძიმე პოლიტიკური წარსულის მიუხედავად, მათთან სასაუბროდ მზად ვართ, ვინაიდან ეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება. მიუხედავად შეთანხმებისა, რომ ჯერ არ ვსაუბრობთ იმ საკითხებზე, რომელსაც განვიხილავთ, ისინი არღვევენ ამ შეთანხმებას და კიდევ უფრო მძიმე საუბრები გვესმის ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან. ასე ცალ კარში ვერ ვითამაშებთ. როდესაც საუბრობენ და ბრალდებას აყენებენ, შესაძლებელია, იმას ვუპასუხოთ, მაგრამ დღეს ჩვენი დღის წესრიგი არ არის რაიმე ფორმით პოლიტიკური პაექრობა, დღეს ჩვენი ამოსავალი დღის წესრიგია, ყველამ პატივი ვცეთ ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ჩართული არიან ამ პროცესში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.