გიგი უგულავა: ვინც მხოლოდ სასამართლო რეფორმაზე საუბრობს და მზად არის, ამას დასჯერდეს, უბრალოდ, „სასარგებლო იდიოტია“
“სასამართლო რეფორმა უმნიშვნელოვანესია. გრძელვადიანში ყველაზე მნიშვნელოვანიც კი”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, გადასაგდებად მომწიფებული მთავრობისგან მართლმსაჯულების რეფორმაზე ლაპარაკი ბლეფია.
“სასამართლო რეფორმა უმნიშვნელოვანესია. გრძელვადიანში ყველაზე მნიშვნელოვანიც კი. უბრალოდ, დედამიწის ზურგზე ვერცერთ ეპოქაში ვერ მოძებნით, რომ მართვის 9 წლის თავზე რომელიმე მთავრობა მას ახორციელებდეს. ბლეფია დაძველებული და გასაგდებად მომწიფებული მთავრობისგან მართლმსაჯულების რეფორმაზე ლაპარაკი. ეგ რეფორმა შესაძლებელია, გააკეთოს მხოლოდ ახალმა მთავრობამ, ისიც – მმართველობის პირველ წელს. მერე ვეღარ იზამს. ასე რომ, ის ოპოზიცია, ვისაც სჯერა ამის და მხოლოდ ამაზე ლაპარაკობს და მზადაა, ამას დასჯერდეს, უბრალოდ, “სასარგებლო იდიოტია” – მეტი არაფერი”, – წერს უგულავა.