ალუდა ღუდუშაური: ამ ყველაფერს ნუ დავარქმევთ წითელ და მწვანე ხაზებს, ნებისმიერი შეთანხმება რაღაც კონკრეტულს უნდა ეფუძნებოდეს
“ამ ყველაფერს ნუ დავარქმევთ წითელ და მწვანე ხაზებს, ნებისმიერი შეთანხმება რაღაც კონკრეტულს უნდა ეფუძნებოდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ევროპისთვის არის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი და ევროპის დღის წესრიგში საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
„საქართველო ევროპისთვის არის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი, ეს ნათლად დადასტურდა იმით, რომ ევროპის დღის წესრიგში საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ევროპელი პარტნიორებისგან დიდ ძალისხმევას ვხედავთ. იმედს გამოვთქვამ, რომ შევძლებთ მოლაპარაკების შედეგიანად დასრულებას. სხვა შემთხვევაში, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს. გვჯერა, ვიპოვით იმ შეხების წერტილებს, რომელიც, ერთი მხრივ, იქნება სამართლიანობის პრინციპიდან და, მეორე მხრივ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიღებული. ამ ყველაფერს ნუ დავარქმევთ წითელ და მწვანე ხაზებს, ნებისმიერი შეთანხმება რაღაც კონკრეტულს უნდა ეფუძნებოდეს და ამოსავალი უნდა იყოს. ამიტომ, შეთანხმება აბსოლუტურად ყველაფერზე ან არაფერზე ბუნებაში არ არსებობს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.