ტიკარაძე განმარტავს, როდის გაიკეთებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, როდის გაიკეთებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას. ამის შესახე მან „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„მე როდესაც ვაქცინაციის პროგრამის მიხედვით მეკუთვნის, მაშინ გავიკეთებ ვაქცინას. თუმცა, თუ საჭიროება მოითხოვს, რომ ჩვენი მოქალაქეების მოტივაცია გაიზარდოს, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვანია და უნდა გავიკეთოთ, რა თქმა უნდა, გავიკეთებ დროზე ადრე“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში შემოსული AstraZeneca-ს ვაქცინის ხარისხი არანაირ კითხვას არ იწვევს და სამხრეთ კორეაში წარმოებული პრეპარატი საფრთხეს არ წარმოადგენს.