კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 141, იმერეთში – 46, შიდა ქართლში – 16
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 268 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 141 შემთხვევა, აჭარაში – 12, იმერეთში – 46, ქვემო ქართლში – 13, შიდა ქართლში – 16, გურიაში – 11, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 7, კახეთში – 15, მცხეთა-მთიანეთში – 4, სამცხე-ჯავახეთში – 1, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 2.
ამავე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 078, საიდანაც: 1 338 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 682, აჭარაში – 140, იმერეთში – 254. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 272 პირი, მათ შორის, თბილისში – 119, აჭარაში – 23, იმერეთში – 77. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 75 პირი, მათგან თბილისში – 52, აჭარაში- 4, იმერეთში – 6. 136 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 104 – თბილისში, 30 – აჭარაში. 1 604 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.