აშშ-ში პანდემიის პერიოდში აეროპორტებში მგზავრთა რეკორდული ნაკადი დაფიქსირდა

აშშ-ში პირველად პანდემიის პერიოდში, აეროპორტებში მგზავრთა რეკორდული ნაკადი დაფიქსირდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Reuters” ავრცელებს.

მათი ცნობით, გასულ პარასკევს, 12 მარტს, ამერიკის აეროპორტში შემოწმება გაიარა 1,357 მილიონმა ადამიანმა, რაც რეკორდული მაჩვენებელია 2020 წლის 15 მარტიდან. გასულ წელს, მსოფლიოში ვირუსის გავრცელების გამო მოთხოვნა აეროპორტებზე 60%-ით შემცირდა, მაგრამ მიმდინარე კვირას, მასობრივი ვაქცინაციის ფონზე მკვეთრად გაიზარდა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობით, აშშ-ში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია ინფიცირების 29,3 მილიონი შემთხვევა, ვირუსის შედეგად დაღუპულია 532 ათასზე მეტი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები