ნათია თურნავა – 5 -მილიონიანი ახალი ფონდი მოემსახურება არამარტო ჰესის არეალში, არამედ წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში რიონის ხეობაში მდებარე სოფლებს

ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისა და მათი საჭიროებების დაფინანსებისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაგეგმილია რიონის ხეობის განვითარების ფონდის შექმნა ინვესტორი კომპანიისა და სახელმწიფოს კუთვნილი ენერგეტიკის განვითარების ფონდის თანამონაწილეობით – ამ ინიციატივის შესახებ დღეს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ფონდის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარი იქნება და მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხა, „ნამახვანი ჰესის” მშენებლობის პერიოდში, მოხმარდება როგორც ჰესის მშენებლობის არეალში მდებარე სოფლებს, ასევე წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში რიონის ხეობაში არსებული სოფლების მოსახლეობას.

მინისტრის განმარტებით, რიონის ხეობის განვითარების ფონდის მართვაში ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები და სათემო ორგანიზაციები ჩაერთვებიან.

ნათია თურნავას განცხადებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები