კრისტიან დანიელსონი: ,,ტვ პირველის“ საქმეზე კომენტარს არ ვაკეთებ იქედან გამომდინარე, რომ სიღრმისეულად არ მაქვს შესწავლილი

,,ტვ პირველის“ საქმეზე კომენტარს არ ვაკეთებ იქედან გამომდინარე, რომ სიღრმისეულად არ მაქვს შესწავლილი”, – ასე უპასუხა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ პრესკონფერენციაზე კითხვას „ტვ პირველთან“ დაკავშირებით.

მისი თქმით, ევროკავშირი მსგავს საკითხებს ყურადღებით აკვირდება.

„ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანესია გამოხატულებისა და მედიის თავისუფლება. ეს მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირში მყოფი, ასევე, მის გარეთ მყოფი ქვეყნებისთვის, მაგრამ რაც შეეხება კერძო საკითხებს, კერძო შემთხვევებს, მე ამაზე კომენტარს არ ვაკეთებ იქედან გამომდინარე, რომ სიღრმისეულად არ მაქვს შესწავლილი. მინდა, დავამატო, რომ ჩვენ ყველანი ყურადღებით ვაკვირდებით მსგავს საკითხებს, ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.

პროკურატურის განცხადებით, სასამართლოს ნებართვის საფუძველზე პროკურატურა „ტვ პირველიდან“ კონკრეტული აუდიო მასალების ამოღებას შეძლებს. განჩინების მიხედვით, საგამოძიებო უწყება ითხოვს იმ კონვერტსა და მეხსიერების ბარათს, რაზეც საუბარი იყო „ტვ პირველის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები