„ჩვენ ძალიან ნაყოფიერად უნდა ვიმუშაოთ ამ დღეების განმავლობაში, სრული ჩართულობით იმისთვის, რომ ამ მედიაციამ ნაყოფი გამოიღოს“, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენლმა, კრისტიან დანიელსონმა მედიისთვის გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
დანიელსონის განცხადებით, ის, პირველ ყოვლისა, პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელებს მოუსმენს.
„ჩემთვის მთავარი პუნქტი, საიდანაც ვიწყებთ, დასაწყისი მომენტი არის მოსმენა. დილით უკვე შევხვდი პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს, დღის განმავლობაში შევხვდები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და, ასევე, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და მერე ვნახავთ, როგორ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ, რომ პროცესი წინ წავიდეს,” – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.