“არავინ არსად შევარდნას არ აპირებს” -კალაძე აუდიოჩანაწერთან დაკავშირებულ გამოძიებაზე

თბილისის მერი, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ, პირველ ყოვლისა, ჟურნალისტები უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, კონკრეტულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება სწრაფად და დროულად დასრულდეს.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს „TV პირველთან“ დაკავშირებით მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას განუცხადა.

“პირველი, რაც მინდა, ვთქვა, ისაა, რომ კანონის წინაშე ყველა ვართ თანასწორუფლებიანი. რაც შეეხება იმ კონკრეტულ საკითხს, პირველ ყოვლისა, თქვენ უნდა იყოთ დაინტერესებულნი, რომ გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად და დროულად დასრულდეს კონკრეტულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით. ამ თემაზე ბევრი განცხადება იყო გაკეთებული. ბევრი კონკრეტული საკითხი იყო გაზვიადებული. ასე რომ, არავინ არსად შევარდნას არ აპირებს, ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები