საქართველოს სასამართლო სისტემა ეფექტურობით მსოფლიოს 50 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და კონტინენტური ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია

მსოფლოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციიის და ვაშინგტონის პირველი ანალიტიკური ცენტრის – ,,ჰერითიჯ ფაუნდეიშენის” გამოკვლევით (Index of Economic Freedom 2021), საქართველოს სასამართლო სისტემა ეფექტურობით მსოფლიოს 50 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და კონტინენტური ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია. საქართველოს სასამართლოს ეფექტურობის შეფასების ქულა უკვე ზედიზედ მეორე წელია რაც უმჯობესდება.

შეგახსენებთ, რომ ,,ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა” ეკონომიკის თავისუფლების ანგარიშის ფარგლებში სასამართლოს ეფექტურობის ინდექსის გამოქვეყნება 2017 წლიდან დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მეხუთე წელია, რაც ამ ინდექსის მიხედვით, საქართველოს სასამართლო სისტემა კონტინენტური ევროპის საუკეთესო ოცეულში ხვდება.

ამ ლიდერმა ამერიკულმა ორგანიზაციამ მსოფლიო ქვეყნების სასამართლო სისტემები შეაფასა ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა:
• Judicial independence (სასამართლოს დამოუკიდებლობა)
• Quality of the judicial process (სასამართლო პროცესების ხარისხი)

• Favoritism in obtaining judicial decisions(მიუკერძოებლობა სასამართლო გადაწყვეტილებების მიღებისას)
,,ჰერითიჯ ფაუნდეიშენის” ექსპერტიზის მიხედვით, საქართველოს სასამართლო სისტემა ეფექტურობით ევროკავშირის 11 სახელმწიფოს უსწრებს – პოლონეთს, ხორვატიას, ჩეხეთს, უნგრეთს, მალტას, ლატვიას, საბერძნეთს, კვიპროსს, ბულგარეთს , სლოვაკეთს და სლოვენიას. საქართველოს რეიტინგში უსწრებს ევროპის არაკონტინენტური ნაწილის ქვეყნები(მაგ.ირლანდია, გაერთიანებული სამეფო) და ევროპის რამდენიმე მოწინავე სახელმწიფო.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, ნატოს წევრი ქვეყნებიდან საქართველო სასამართლოს ეფექტურობით უსწრებს 15 სახელმწიფოს, ანუ ალიანსის შემადგენელი ქვეყნების ნახევარს. ამასთან საქართველო მსოფლიო მასშტაბით ნატოს წევრი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების(ევროკავშირის არაწევრი) საუკეთესო ოცეულშია.

თავის მხრივ ,,ჰერითიჯ ფაუნდეიშენის” კვლევა ეფუძნება დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის და მსოფლიო ბანკის პროფილურ კვლევებს.

2020 წელს ,,ჰერითიჯ ფაუნდეიშენი” ნომერ პირველ სინქ თენქად დასახელდა საჯარო პოლიტიკაზე გავლენის მიხედვით მსოფლიო მასშტაბით.

,,ჰერითიჯ ფაუნდეიშენის” 2021 წლის ეკონომიკის თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველომ შეფასების ქულათა ისტორიული მაქსიმუმი მიიღო და მსოფლიოში 12-ე ადგილი შეინარჩუნა და ევროპაში 7-ე ადგილზე გავიდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები