ირაკლი ღარიბაშვილი – აუდიოჩანაწერებზე: ეს ჩანაწერები 11 წლის წინ გაკეთებული ფაბრიკაციაა, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაშინ ჩვენ ტოტალური მოსმენების მსხვერპლნი ვიყავით

“ჩვენ კარგად გვესმის, თუ რას ემსახურებოდა აღნიშნული პროვოკაცია, კარგად ვიცით, თუ საიდან მომდინარეობს ეს ყველაფერი – ეს არის მიხეილ სააკაშვილის მცდელობა, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა გამოიკვეთა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური კონტურები შეთანხმების მიღწევისა”, – ამის შესხებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა და  „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერების საკითხს გამოეხმაურა.

პრემიერის თქმით, ეს არის სიყალბე და აღნიშნული ფაქტი დასაგმობია.

„ეს არის სიყალბე და ფაბრიკაცია. რა თქმა უნდა, ეს ყოვლად მიუღებელი და დასაგმობია როგორც ხელისუფლების, ისე – ოპოზიციის მხირდან. იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილი გაემიჯენება ამ პროვოკაციას.
ჩემი მთავარი საზრუნავი არის ის, რომ ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების მოგვარებაზე.
მეორე, მინდა გითხრათ, რომ არ მსურს, ასეთი მდარე ხარისხის სიყალბეზე მიწევდეს განმარტებების კეთება, მაგრამ ვინაიდან საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, მინდა, გავაკეთო შემდეგი განმარტება.
ეს ჩანაწერები 11 წლის წინ გაკეთებული ფაბრიკაციაა. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაშინ ჩვენ ტოტალური მოსმენების მსხვერპლნი ვიყავით. ასევე, თვითონ ჩანაწერი შედგება უამრავი საუბრისგან.
ასევე მინდა, განვმარტო, თუ რატომ ახსენებდა ბერა ივანიშვილი მინისტრებთან დარეკვას: მოგეხსენებათ, რომ მე 8 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ფონდ „ქართუს“, წლის განმავლობაში 200-300 მილიონის პროექტები გვქონდა და, ბუნებრივია, მე მიწევდა პირდაპირი კომუნიკაცია მთავრობის უწყებებსა და მინისტრებთან – აწ გარდაცვლილ რურუასთან, ასევე, კვიტაშვილთან, ეკონომიკის მინისტრთან და ა.შ.
ასევე, მქონდა მოლაპრაკებები მიხეილ სააკაშვილის მეუღლესთან, სანდრა რულოვსთან და მათი მოსმენები გვიწევდა. სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაც ჩემი ხშირი სტუმარი იყო და, აქედან გამომდინარე, პასუხი მარტივია, რომ მე პირდაპირი კომუნიკაცია მქონდა მათთან. არავითარი ლოგიკა არ არსებობს იმისა, თუ რატომ უნდა ყოფილიყო ეს საკითხი სხვანაირად აღქმული.
ასევე, საუბარი იყო, რომ თითქოს ეს ჩანაწერები გაკეთებული იყო 2017 წელს, მაშინ მე ვიყავი ბიზნესში და არ ვყოფილვარ საჯარო პოლიტიკაში,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები