ლევან დავითაშვილი უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. მხარეებმა ნადირობის ინდუსტრიის, აკვაკულტურის განვითარების, ასევე, აგრარულ დარგში საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ლევან დავითაშვილმა ელჩს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობის საკითხს გაუსვა. ვიქტორია ჰორვატის განცხადებით, საქართველო უნგრეთის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.