AstraZeneca ევროკავშირს 25%-ით ნაკლებ ვაქცინას მიაწვდის

ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca პირველ კვარტალში ევროკავშირს 25%-ით ნაკლებ ვაქცინას მიაწვდის, 40-დან 30 მილიონ დოზამდე.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

აღინიშნება, რომ ეს კომპანის მიერ აღებული ვალდებულების მესამედს შეადგენს.

“როიტერი” წერს, რომ პრეპარატის დეფიციტი ევროკავშირის გეგმებს კიდევ ერთ დარტყმას მიაყენებს, რომელიც ვაქცინაციის დროულ პროცესს ითვალისწინებს.

მანამდე გახდა ცნობილი, რომ AstraZeneca-ს პრეპარატის გამოყენებაზე უარი თქვეს ავსტრიაში, დანიაში, ნორვეგიასა და ისლანდიაში, ასევე, ლატვიაში, კვიპროსზე, ლიეტუვაში, ლუქსემბურგსა და ესტონეთში. იტალიის მთავრობამ კი კომპანიის ერთი პარტიის ვაქცინის გამოყენებაზე უარი თქვა.

ამის მიზეზი გახდა ცნობების იმის შესახებ, რომ პრეპარატის გამოყენების შემდეგ პაციენტებს თრომბოზი განუვითარდათ.

აღნიშნულ ინფორმაციას ამჟამად ჯანმო-ში აანალიზებენ. თავის მხრივ, გამოძიებას ევროპის წამლების სააგენტო აწარმოებს.

როგორც ჯანმო-ში თქვეს, ორგანიზაცია საკუთარ დასკვნებზე თუ არსებული რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას საკითხის სრული შესწავლის შემდეგ მიაწვდის.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები