ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილისა და კრისტიან დანიელსონის შეხვედრა მიმდინარეობს (ფოტო)

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს ხვდება.

პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარე შეხვედრას ესწრება საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი. ეს პირველი შეხვედრაა, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მართავს.

საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი თბილისს სამდღიანი ვიზიტით დღეს ეწვია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები