ჟურნალისტების განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ჟურნალისტების განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 18,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა ლევან მამალაძემ გუშინ „იმედის” ეთერში თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი გეგმავენ საქართველოში ჟურნალისტების მკვლელობას. მისი განმარტებით, ეს ინფორმაცია უკრაინული წყაროდან აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები