საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი თბილისს 12 – 14 მარტს ეწვევა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.
“პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგში მონაწილეობასთან ერთად, ბატონი დანიელსონი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ევროკავშირის წარმომადგენლობა უზრუნველყოფს ვიზიტის გაშუქებას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.