სამეგრელოში, აბაშის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში შუახნის ასაკის ქალი, სავარაუდოდ, გააუპატიურეს. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო მოძალადე ახალგაზრდა მამაკაცია.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს.
პოლიციას დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილი აქვს.
მიმდინარეობს ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები.