ინდონეზიაში, იავას კუნძულზე ხრამში სკოლის ავტობუსი გადავარდა, რის შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა.
მედიის ინფორმაციით, ავარიის მომენტში ავტობუსში 66 მგზავრი იმყოფებოდა, ისინი მოსწავლეები და მათი მშობლები იყვნენ, რომლებიც ექსკურსიიდან ბრუნდებოდნენ.
სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, დაუდგენელი მიზეზით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.
დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის დაღუპულთა ასაკი.