ეთიოპიაში ეკლესიაზე თავდასხმას, სულ მცირე, 29 ადამიანი ემსხვერპლა

ეთიოპიაში, ორომიას რეგიონში ეკლესიაზე თავდასხმა მოხდა, რომლის შედეგად, სულ მცირე, 29 ადამიანია დაღუპული.

გამოცემა Addis Standard-ი წერს, რომ თავდასხმა 5 მარტს მოხდა.

დაუდგენელმა პირებმა ტაძარზე იერიში იმ დროს მიიტანეს, როდესაც მრევლი დიდი მარხვის დაწყებას აღნიშნავდა.

დაღუპულთა შორის ერთი სასულიერო პირია, ასევე, 21 ქალი. თავდამსხმელებმა ქალები ტყეში წაიყვანეს და სწორედ იქ, მოგვიანებით, მათი ცხედრებია ნაპოვნი. ერთმა ქალმა გაქცევა შეძლო.

ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, თავდამსხმელები “ორომოს თავისუფლების ფრონტის” წვერები არიან, რომელიც 2018 წლამდე ეთიოპიის ტერორისტული ორგანიზაციების სიაში იყო შეყვანილი. თუმცა, ხელისუფლებამ ნუსხიდან მათი ამოშლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ მზად არიან, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებში მიიღონ მონაწილეობა და ამისთვის მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდები გამოიყენონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები