ალუდა ღუდუშაური: ევროპარლამენტარების გზავნილებში იკითხება მხოლოდ ის, რომ საქართველო ისე ახლოსაა ევროპასთან, როგორც არასდროს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
მისი თქმით, საქართველო ევროპისთვის დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხია.
“ძალიან საინტერესო დებატები გაიმართა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო ევროპისთვის არის დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხი. ევროპარლამენტარების გზავნილებში, ისევე როგორც ყველა სხვა ანგარიშში, იკითხება მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ საქართველო ისე ახლოსაა ევროპასთან, როგორც არასდროს”, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.