საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან გამართულ შეხვედრაზე საკითხების ფართო სპექტრი განიხილა. „აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან ერთად განვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის, აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, COVID-19 პანდემია და რთული სიტუაცია ოკუპირებულ რეგიონებში. ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის – აშშ-ის მხარდაჭერას”, – აცხადებს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.
მოამზადა ჯემალ ჟიჟავაძემ