ირაკლი ზარქუა: პოლიტსაბჭო წყვეტს, ვინ იქნება და ვინ არ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი, იქნებ, მე ვიყო, რა იცით?
“თბილისის მერობის კანდიდატი ვინ იქნება, პოლიტსაბჭო წყვეტს, იქნებ მე ვიყო?!”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი – ირაკლი ზარქუა კითხვას, იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი კვლავ კახა კალაძე.
„ბატონი კალაძე არის გუნდის ლიდერი, გუნდში რჩება ჩვეულებრივად, იმ გამოწვევებს, რაც გვაქვს, ყველა ერთად ვუპასუხებთ. ამასთან დაკავშირებით შეიკრიბება პოლიტსაბჭო, თქვენ იცით, პარტიაში გვაქვს ეს ორგანო, სადაც პოლიტსაბჭო წყვეტს, ვინ იქნება და ვინ არ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი. იქნებ, მე ვიყო, რა იცით?”, – განაცხადა ზარქუამ.