სერგო ჩიხლაძე: საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციური პარტიები მონაწილეობას მიიღებენ, თუ ექვს პუნქტთან დაკავშირებით შეთანხმება შედგება

“საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციური პარტიები მონაწილეობას მიიღებენ, თუ ექვს პუნქტთან დაკავშირებით შეთანხმება შედგება”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეთანხმების გარეშე კომისიაში მონაწილეობის მიღებაზე საუბარი არ არის.

„კომისიაში, ნებისმიერ სხვა ფორმატში „სტრატეგია აღმაშენებელი“ და სხვა ოპოზიციური პარტიები მონაწილეობას მიიღებენ, თუ მოლაპარაკება დასრულდება შეთანხმებით იმ ექვს პუნქტზე, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანდასწრებით ორივე მხარემ დაადასტურა. მოლაპარაკებისა და შეთანხმების გარეშე არანაირ კომისიაზე საუბარი არ არის“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები