„შარლ მიშელი საქართველოდან წასულიც არ იყო, როცა ოპოზიციამ, ფაქტობრივად, დაარღვია შეთანხმება“ – ლადო ბოჟაძე

“ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოდან წასულიც არ იყო, რომ ოპოზიციამ, ფაქტობრივად, დაარღვია საკუთარი შეთანხმება, დილიდანვე დაიწყეს პიკეტირება”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი, ლადო ბოჟაძე აცხადებს.

მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას ბოჟაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების საკითხს გამოეხმაურა.

„შარლ მიშელი საქართველოდან წასულიც არ იყო, როცა ოპოზიციამ, ფაქტობრივად, დაარღვია საკუთარი შეთანხმება, დილიდანვე დაიწყეს პიკეტირება, შემდეგ იყო აქციების თითქოს ფორმის შეცვლა, დიალოგს რომ ხელი არ შეშლოდა, თუმცა, შემდეგ, შაბათს ვნახეთ ფაბრიკაცია, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციას პირდაპირ უკავშირდებოდა. ვნახეთ მოვლენები, რომელიც ამ ფაბრიკაციის შემდეგ განვითარდა. ოპოზიცია ირაკლი ღარიბაშვილის მოლაპარაკების პროცესიდან ჩამოშორებას ახლა უკვე ღიად ითხოვს. არადა, იცით, რომ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილი უნდა ჩავიდეს ბრიუსელში ყველა შემთხვევაში იმიტომ, რომ ბრიუსელში დანიშნულია შეხვედრა, საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა, იქ უნდა ვნახოთ სწორედ ის პროგრესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან მიმართებით აქვს. ღარიბაშვილი მხოლოდ ოპოზიციასთან დიალოგის შედეგების ჩასატანად არ მიბრძანდება იქ.
შარლ მიშელმა სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა, რომელიც აუხლოეს დღეებში ჩამოვა საქართველოში იმისათვის, რომ დიალოგი შედგეს და ჩვენს ევროპარტნიორებს 15-ში გარკვეული პროგრესი ვაჩვენოთ. სწორედ ეს უკავშირდება იმ დესტრუქციას, რომელიც ოპოზიციამ გამოავლინა: ჯერ უარი დიალოგზე, შემდეგ უარი მოლაპარაკებებზე, შემდეგ უარი სავარაუდო პლებისციტის ჩატარებაზე.
ეს კვირა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ჩვენი ქვეყნისთვის როგორც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის, ასევე, იმ თვალსაზირისითაც, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ვაჩვენოთ – ჩვენ გვჭირდება ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება და არა – დესტრუქცია, სავარაუდო რევოლუციურ სცენარებზე საუბარი“, – განაცხადა ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები