კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 72, იმერეთში – 24, შიდა ქართლში – 10

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 72, იმერეთში – 24, შიდა ქართლში – 10, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 351 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 464 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 887 PCR ტესტით.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 139 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა, აჭარა – 3, იმერეთი – 24, ქვემო ქართლი – 9, შიდა ქართლი – 10, გურია – 7, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 9, კახეთი – 3, მცხეთა-მთიანეთი – 0, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები