ალუდა ღუდუშაური: ვისურვებდი, რომ ჩემი მოლოდინი გამართლდეს – საბოლოოდ ოპოზიციურ პარტიებში საღმა აზრმა გაიმარჯვოს და მართლაც დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან
„ლეიბორისტების კლასტერში“ აზრთა სხვადასხვაობაა – მოლაპარაკებებში ზოგს ღარიბაშვილი არ მოსწონს, ზოგს – ვიღაც სხვა, ზოგს – ამინდი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
ღუდუშაური იმედოვნებს, რომ საბოლოოდ ოპოზიციურ პარტიებში საღი აზრი გაიმარჯვებს და მართლაც დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან.
„ტელეეთერებიდან და სხვადასხვა საშუალებით ვხედავთ, რომ „ლეიბორისტების კლასტერში“ აზრთა სხვადასხვაობაა – მოლაპარაკებებში ზოგს ღარიბაშვილი არ მოსწონს, ზოგს ვიღაც სხვა, ზოგს ამინდი და ა.შ. მინდა, მჯეროდეს და ნამდვილად ვისურვებდი, რომ ჩემი მოლოდინი გამართლდეს – საბოლოოდ ოპოზიცური პარტიებში საღი აზრი გაიმარჯვებს და მართლაც დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, წარმოადგენენ ისეთ გეგმასა და შეთანხმების პირობებს, რომელიც იქნება კომპრომისული და არა – კონკრეტული პარტიებისა და პიროვნებების ინტერესებზე მორგებული. მინდა, ვისურვო, რომ ოპოზიცია ერთხელ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.