ირაკლი კობახიძე: უკანონო მოსმენა, ჩანაწერების ფაბრიკაცია, მორალური და ფიზიკური ძალადობა ენმ-ის ხელწერაა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება.

მისი თქმით, უკანონო მოსმენა და ჩანაწერების ფაბრიკაცია ენმ-ის ხელწერაა.

“აშკარაა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ვერ იშლის თავისას. უკანონო მოსმენა, ჩანაწერების ფაბრიკაცია, მორალური და ფიზიკური ძალადობა მათი ხელწერაა. ეს პარტია ვერ ამაღლდა და ვერც ვერასდროს ამაღლდება კუდ-ის სიმაღლიდან, ანუ მორალური და პოლიტიკური ფსკერიდან. მთავარია, რომ ქართული საზოგადოება კვლავაც კარგად არჩევს თეთრსა და შავს. ჩემი პატივისცემა ღირსეულ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს და ღირსეული ოჯახის ღირსეულ შვილს, ბერა ივანიშვილს!!!”, – წერს კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები