პირველად ისტორიაში – რომის პაპი ერაყში ჩავიდა

რომის პაპი ფრანცისკე, ისტორიაში პირველად, ერაყში ჩავიდა. ასევე, პანდემიის დაწყებიდან ეს პაპის პირველი საერთაშორისო ვიზიტი გახდა.

რომის პაპს 75 ჟურნალისტი ახლავს. ერაყის მთავრობამ ბაღდადის აეროპორტში 84 წლის პონტიფიკოსის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ძალოვანი უწყების დამატებით ათასი თანამშრომელი გაგზავნა.

მიუხედავად იმისა, რომ 3 მარტს ერაყში მდებარე – აშშ-ის ავიაბაზას 10 რაკეტა ესროლეს, ფრანცისკემ ვიზიტი არ გააუქმა.

მან თქვა, რომ “არ შეიძლება ერაყელი ქრისტიანების მეორედ იმედგაცრუება” მას შემდეგ, რაც 1999 წელს რომის პაპმა იოანე პავლე II ვიზიტი გააუქმა.

ვიზიტის ფარგლებში, რომის პაპი ოთხ ქალაქს ესტუმრება, მათ შორის, ისეთ რაიონები, რომლებიც უცხოელი მაღალი რანგის სასულიერო პირებისთვის მიუწვდომელია.

პონტიფიკოსი ერბილეს სტადიონზე მესას აღავლენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები