„ნაცმოძრაობის“ პარტიული ტელევიზიის – “მთავარი არხის” გადამღები ჯგუფი, დესტრუქციით სახელგანთქმული ემა გოგოხია ჩემი და ჩემი მეუღლის, ვიქტორ ჯაფარიძის პირად საკუთრებაში შეიჭრა” – ნათია ხვისტანი

„ნაციონალური მოძრაობის” პარტიული ტელევიზიის, “მთავარი არხის” გადამღები ჯგუფი, კონკრეტულად კი დესტრუქციით სახელგანთქმული ემა გოგოხია შეიჭრა ჩემი და ჩემი მეუღლის, ვიქტორ ჯაფარიძის პირად საკუთრებაში, დაკეტილ სახლში და თვითნებურად დაიწყეს გადაღება“, – წერს უმრავლესობის დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლე, ნათია ხვისტანი სოციალურ ქსელში და ,,მთავარი არხის,, გადამღები ჯგუფის შეჭრის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.

როგორც ნათია ხვისტანი ,,ფეისბუქის,, საკუთარ გვერდზე წერს, პირად საკუთრებაში შეჭრა, მით უმეტეს, როცა სახლი დაკეტილია და იქ არავინ იმყოფება, არათუ ჟურნალისტურ სტანდარტებს, არამედ კანონიერებასაც სცდება.

მისივე თქმით, მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ დღეს მისი მეუღლე პარლამენტში, სხდომაზე იმყოფებოდა და ეს კიდევ უფრო უმყარებს ვარაუდს, რომ სპეციალურად მივიდნენ დაკეტილ სახლში.

„ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზიის, ,,მთავარი არხის,, გადამღები ჯგუფი, კონკრეტულად კი დესტრუქციით სახელგანთქმული ემა გოგოხია შეიჭრა ჩემი და ჩემი მეუღლის, ვიქტორ ჯაფარიძის პირად საკუთრებაში, დაკეტილ სახლში და თვითნებურად დაიწყეს გადაღება. ცხადია, მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ დღეს ჩემი მეუღლე იმყოფებოდა პარლამენტში, სხდომაზე და ეს კიდევ უფრო მიმყარებს ვარაუდს, რომ სპეციალურად მივიდნენ დაკეტილ სახლში. მარტივი მისახვედრია, მორიგ სიბინძურეს ამზადებენ, მაგრამ პირად საკუთრებაში შეჭრა, მით უმეტეს, როცა სახლი დაკეტილია და იქ არავინ იმყოფება, არათუ ჟურნალისტურ სტანდარტებს, არამედ კანონიერებასაც სცდება. აქვე საზოგადოებას იმასაც გავახსენებ – ეს ის სახლია, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ,, რომ დაგვიყადაღა მე და ჩემს მეუღლეს 2012 წელს, მხოლოდ იმის გამო, რომ ვიქტორ ჯაფარიძე “ქართული ოცნების” წევრი იყო, ხოლო ოჯახი  – პარტიის მხარდამჭერი“, – წერს ნათია ხვისტანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები