თეა წულუკიანი: სტამბულის კონვენციის რატიფიცირება არ მომხდარა იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობა ისევ ყველას პოლიციის ბრალი ეგონოს
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არასრულწლოვანთა მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს საკითხი მხოლოდ ერთი სამინისტროს პახუხისმგებლობა არ არის და საჭიროა უწყებათშორისი მუშაობის გაძლიერება.
“იდეას შემოგთავაზებდით თუ ამას გაიზიარებდით, რომ განათლების სამინისტროსთან, სოციალურ სააგენტოსთან ცოტა უფრო მჭიდროდ ვიმუშავოთ ყველამ ერთად რომ მუდმივად, საზოგადოებას არ ეგონოს, რომ ნებისმიერი შემთხვევა არის შინაგან საქმეთა სამინისტროს თემა და ბრალი.
ჩვენ სტამბულის კონვენციის რატიფიცირება, – ძალიან ამაყი ვარ რომ ამ ძალიან დიდი დოკუმენტზე ხელმოწერის პატივი მე მხვდა წილად 2014 წელს სწორედ ღარიბაშვილის პრემირობის დროს- არ გაგვიკეთებია “ქართულ ოცნებას” ამ დიდი დოკუმენტის რატიფიცირება იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობა, ისევ ყველას ეგონოს რომ არის პოლიციის ბრალი და თემა მხოლოდ.” – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, სტამბულის კონვენციის რატიფიცირება სწორედ იმიტომ მოხდა, რომ ეს თემები გამხდარიყო უწყებათაშორისი მუშაობის საგანი.
“როდესაც მასწავლებელს კლასში დაუდის ის ქობულეთელი გოგო, რომელიც სკოლაში დადიოდა, მე მაინტერესებს და აქ რომ გვეყოლება მინისტრი დავუსვამ კითხვას – რა გააკეთა მასწვალებელმა?
ჩვენ პირდაპირ ჩავუწერეთ სტამბულის კონვენციის რატიფიცირებისას კანონში მასწავლებელს და დირექტორს ვალდებულება, რომ ეს გამოავლინოს. რას აკეთებდა სოცმუშაკი? – ამისთვის გავაკეთეთ ჩვენ სტამბულის კონვენციის რატიფიცირება”.- განაცხადა წულუკიანმა.
დეპუტატმა შინაგან საქმეთა მინისტრს შესთავაზა, სხვა უწყებებთან მუშაობის გაძლიერების მიმართულებით ინიციატივა აიღოს.
“თქვენ გაქვთ თქვენი კომპეტენციები, რაზეც პასუხებიც გექნებათ, მაგრამ მუდმივად იმის ძახილი, რომ რა გააკეთეთ, რა გააკეთეთ – ეს არ არის მხოლოდ ერთი სამინისტროს თემა -ამას ემსახურება სტამბულის კონვენცია, ამიტომ ალბათ კარგი იქნებოდა, თუ მაქვს ამის უფლება შემოგთავაზოთ, რომ ამ უწყებებთან უფრო რაღაცნაირად თქვენ აიღოთ ინიციატივა, რომ ყველმ თავისი საქმე სათანადოდ შეასრულოს. სად იყო მერი, მერის წარმომადგენელი იმ კონკრეტულ უბანში თუ სოფელში, არ იცოდა რომ ცოდვის განკითხვა ტრიალებდა?! ეს არ არის ერთი ადამიანის და ერთი უწყების თემა – ეს არის უწყებათაშორისო საკითხი და იქნებ თქვენ აღიმაღლოთ ამ მიზნით ხმა, რაშიც ჩვენც დაგეხმარებით”, – მიმართა თეა წულუკიანმა ვახტანგ გომელაურს.