თეა წულუკიანი – ვახტანგ გომელაურს: მინდა, თქვენი დიდი სისტემის თითოეულ თანამშრომელსა და პირადად თქვენ გითხრათ ძალიან დიდი მადლობა გაწეული სამსახურისთვის
“მე არ მაქვს კითხვა, მე მინდა, საჯაროდ ვისარგებლო ამ შემთხვევით და როგორც ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა, ამ მოწვევის პარლამენტის წევრმა თითოეულ პოლიციელს, მაშველს, მესაზღვრეს, თქვენი დიდი სისტემის თითოეულ თანამშრომელსა და პირადად თქვენ გითხრათ ძალიან დიდი მადლობა გაწეული სამსახურისთვის, შემართებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში მე დამიყენებია ჩემი თავის თქვენს ადგილას და მითქვამს, რომ არა, მე ამას ასე ადამიანურად, ჰუმანურად და მაღალი სტანდარტით ალბათ ვერ შევძლებდი -მეთქი”, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
თეა წულუკიანის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური
ძალ-ღონეს არ იშურებს იმისთვის, რომ პოლიცია მოწოდების სიმაღლეზე იყოს.
“ჩვენ ერთადაც გვიმუშავია და მიუხედავად იმისა, რომ აქ ბევრი დეპუტატი თქვენ კარგად გიცნობთ, მაინც მე ვთვლი, რომ ის გამოცდილება რაც არის იყო კოლეგა ცოტა სხვა გამოცდილებაა და ვიცი, რომ თქვენც ძალ-ღონეს არ იშურებთ იმისთვის, რომ პოლიცია იყოს იმ მოწოდების სიმაღლეზე – აქ ერთმა ჩემმა კოლეგამ მოთმინება, გამძლეობა ახსენა და ნამდვილად ეს დასაფასებელია და მადლობა თქვენ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.