აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია ირანში მიიწვიეს

სირიაში, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა ბაგრატ ხუტაბამ, სირია-ირანის ერთობლივი სავაჭრო პალატის გენერალურ მდივანთან, ასგარ მირზაითან შეხვედრა გამართა.

ე.წ. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ შეხვედრისას ხუტაბამ მირზაის ორ “ქვეყანას შორის ძმური და მეგობრული ურთიერთობების გაძლიერება დაუდასტურა”.

თავის მხრივ, ასგარ მირზაიმ თქვა, რომ “შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ირანისთვის, ისე – აფხაზეთისთვის და გამოთქვა მზაობა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი კავშირების განმტკიცებას შეუწყოს ხელი”.

ასევე, ბარგატ ხუტბამ ასგარ მირზაისგან ირანში სტუმრობის მიწვევა მიიღო.

ე.წ. საგარეო უწყებაში ასევე ამბობენ, რომ “ირანულმა მხარემ აფხაზეთში ირანული პროდუქციის გამოფენის გამართვის სურვილი გამოთქვა. შეხვედრის დასასრულ, ბაგრატ ხუტაბამ ასგარ მირზაის ვერცხლის კავკასიური ხმალი აჩუქა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები