გიგი უგულავა: არ ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილის პათოსს
“არ ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილის პათოსს, ვთვლი, რომ ვიდრე მოლაპარაკებები არ დაწყებულა, მანამდე დამუნათება და, მით
უმეტეს, პლებისციტის იდეის ივანიშვილის პროექტად გამოცხადება აბსოლუტურად მიუღებელია”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, 2020 წლის არჩევნების წინ ოპოზიციამ ვერ შეინარჩუნა ერთიანობა.
,,არ ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილის პათოსს, ვთვლი, რომ ვიდრე მოლაპარაკებები არ დაწყებულა, მანამდე დამუნათება და, მით უმეტეს, პლებისციტის იდეის ივანიშვილის პროექტად გამოცხადება აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან პლებისციტს აქვს ბევრი თავისი პლუსები.
იქ, სადაც ვერ შევჯერდით, იყო არეულობა, დაპირისპირება, რითაც ისარგებლა და მივიღეთ ის სურათი. ყველას აქვს თავის პირადი აზრი, მაგრამ მეგობრულად მინდა, ვთხოვო მათ, „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტსაბჭოს კენჭი აქვს ნაყრელი და მიღებული აქვს, რომ იდეაში შეიძლება, განიხილოს 2021 წლის განმავლობაში პლებისციტის იდეა. უადგილოდ მიმაჩნია ახლა პლებისციტზე საუბარი. პრინციპულად ვერ მივიღებ იმ პოზიციას, რომ პლებისციტი ბიძინას იდეაა, არანაირი ბიძინას იდეა არ არის, თუ რამე არის ბიძინას იდეა, ეს არის შეინარჩუნოს რაც შეიძლება დიდი ხანი ეს მავნებლური სისტემა, რომელიც თავის თავში მაჟორიტარებს გულისხმობს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.