“დღეს ჩვენ დავამტკიცებთ მთავრობის სხდომაზე საკითხს, რომელიც ეხება სახელმწიფო კომისიის შექმნას, რომელიც იმუშავებს უახლოესი 3 თვის განმავლობაში ეკონომიკური განვითარების გეგმაზე და პირველ დოკუმენტს მაისის ბოლოს წარმოადგენს”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კომისიაში მონაწილეობას მიიღებენ ყველა დაინტერესებული პირები, მათ შორის, კერძო სექტორის წარმომადგენლები და მაღალი დონის ექსპერტები.
დღეს ჩვენ დავამტკიცებთ მთავრობის სხდომაზე საკითხს, რომელიც ეხება სახელმწიფო კომისიის შექმნას, რომელიც იმუშავებს უახლოესი 3 თვის განმავლობაში ეკონომიკური განვითარების გეგმაზე და პირველ დოკუმენტს მაისის ბოლოს წარმოადგენს. კომისიაში მონაწილეობას მიიღებენ ყველა დაინტერესებული პირები, მათ შორის, კერძო სექტორის წარმომადგენლები და მაღალი დონის ექსპერტები. ჩვენი ამოცანა იქნება, რაც შეიძლება სწრაფად თითოეული სექტორის მიმართულებით დაიდოს კონკრეტული, გრძელვადიანი განვითარების გეგმა“, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.