საბერძნეთში 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
საბერძნეთში, ქალაქ ელასონიდან 21 კილომეტრის დაშორებით 6, 3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ინფორმაციას ევროპის – ხმელთაშუა ზღვის სეისმური ცენტრი ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგები 2 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.
ასევე, სეისმური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრას რამდენიმე განმეორებითი ბიძგი მოჰყვა, მათგან ყველაზე დიდი იყო 5,2 მაგნიტუდის.