ლაშა დამენია: საპროტესტო აქციები გაგრძელდება, თუმცა, რაც შეიძლება ნაკლები კონტაქტი უნდა იყოს სამართალდამცავ ორგანოებთან

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე “ევროპული საქართველოს” წევრმა, ლაშა დამენიამ განაცხადა, საპროტესტო აქციები გაგრძელდება, თუმცა, დღევანდელ შეხვედრაზე უნდა მოიძებნოს ის ფორმები, რომ რაც შეიძლება ნაკლები კონტაქტი იყოს სამართალდამცავ ორგანოებთან.

“საპროტესტო აქციები გაგრძელდება. დღესაც შეხვედრა ამის გამო ხდება, რომ მოვძებნოთ ის ფორმები, რაც შეიძლება ნაკლები კონტაქტი იყოს სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა არ მივცეთ საბაბი “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, რომ გუშინდელი რიტორიკა კვლავ გაიმეოროს. მიმაჩნია, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება იძულებული გახდება, წავიდეს მოლაპარაკებებზე, რათა დაძლეულ იქნას ის პრობლემები, რომელიც დღეს ასე ღრმად არის საქართველოს სინამდვილეში”, – განაცხადა დამენიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები