სოხუმში ყველა საარჩევნო უბანზე სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული

ოკუპირებულ აფხაზეთში 11 აპრილს ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება.

მოსახლეობა ე.წ. დეპუტატებს ოთხი წლის ვადით აირჩევს.

ცნობილი ხდება, რომ სოხუმში ყველა საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს სათვალთვალო კამერები იქნება, პროცესის ტრანსლირება ე.წ. ცესკო-ს პორტალზე მოხდება. ამის მიზეზია ე.წ. არჩევნების მიმართ ნდობის ამაღლება.

2 მარტს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. კანდიდატების წარსადგენად საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაცია დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები