“გუშინ საუბარი დაიწყო, რომ ვსხდებით, მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს და დღეს, ისევ რადიკალიზმი და დესტრუქცია – პარტიებს, რომლებიც ამას აკეთებენ, ეს არაფერს სასიკეთოს არ მოუტანს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„გაუგებარია, გუშინ საუბარი დაიწყო, რომ ვსხდებით, მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს და დღეს ისევ რადიკალიზმი და დესტრუქცია, პირველ ყოვლისა, იმ პარტიებს, რომლებიც ამას აკეთებს, ეს არაფერს სასიკეთოს არ მოუტანს. კიდევ ერთხელ მინდა, ყველას მოვუწოდო – რადიკალიზმისგან თავი შეიკავონ და კეთილი ინებონ და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ“, – განაცხადა კალაძემ.