ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში, თუ ნიკა მელია გირაოს გადაიხდის, გათავისუფლდება

“ჩვენი პოზიცია საჯაროდ დავაფიქსირე გარკვეულ საკითხებზე, ბატონ მელიას გამოშვებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში”, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, თუ ნიკა მელია გირაოს გადაიხდის, გათავისუფლდება.

,,გუშინ საკმაოდ კონსტრუქციული შეხვედრა შედგა, ბატონი შარლ მიშელის ინიციატივით. მე დაუყოვნებლივ დავთანხმდი ამაზე, რადგან მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ იმ დათქმითა და იმ პირობით, რომ ასეთივე განწყობა იქნებოდა ოპოზიციის მხრიდან. სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად არათანმიმდევრული ნაბიჯები შეხვედრიდან სულ რაღაც 12 საათში, მე ვგულისხმობ დღეს პარლამენტის პიკეტირების მცდელობას, რაც სახელმწიფოს ინტერესების სახელმწიფო ქმედებაა, რაც არ ემსახურება არც ამ ფორმატს და არც გუშინ დაწყებული დიალოგის ინტერესებს. მე დავუფქისირე სრული მზაობა ჩვენი გუნდის სახელით, რომ კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად ვართ. ჩვენი პოზიცია საჯაროდ დავაფიქსირე გარკვეულ საკითხებზე, ბატონ მელიას გამოშვებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში და მეორე – ბატონ მელიასა და მისი ოჯახის წევრებს აქვთ საშუალება, ნებისმიერ დროს გადაიხადონ გირაო და ის გათავისუფლდება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები