ივერი მელაშვილი: ერთადერთი, შემიძლია ვთქვა, რომ მეც და ნატალია ილიჩოვაც მართლები ვართ

“ერთადერთი, შემიძლია ვთქვა, რომ მეც და ნატალია ილიჩოვაც მართლები ვართ. დარწმუნებულები ვართ ჩვენს სიმართლეში”, – ამის შესახებ ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა, ივერი მელაშვილმა განაცხადა.

კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ სხვა პირებიც მიეცემიან პასუხისგებაში, მელაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული დავალება ზემდგომი პირებისგან არასდროს არ ჰქონია.

„პროკურატურას თავდაპირველადვე ისეთი ბრალდებები ჰქონდა, რომ ჩემი შთაბეჭდილებები შორს არის აღფრთოვანებისგან, მაგრამ რაც არ არსებობს, ის როგორ უნდა დაამტკიცონ, არ ვიცი. ხაზგასმით შემიძლია, ვთქვა, რომ არაკანონიერი დავალება ან რამე მაგდაგვარი არ ყოფილა. თვითონ ფაქტი არ არსებობს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და როგორ უნდა წარუდგინონ ბრალი ზემდგომ პირებს ან კომისიის თავმჯდომარეს ან მინისტრს ან პრეზიდენტს, ჩემამდე არ დადის,
დღესაც იმ აზრზე ვარ, რომ ეს საქმე არის პოლიტიკური შეკვეთა და ყოველგვარ კანონსა და საღ აზრს აცდენილი ბრალდება“, – განაცხადა მელაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე პირველი არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები