გიორგი ცუცქირიძე: ქართული პოლიტიკური კლასი სერიოზულ განახლებას საჭიროებს და პირველ რიგში “ნაცოპოზიციაზე” ითქმის

ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

როგორც ეკონომისტი აბობს, ის ფაქტი, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შარლ მიშელის ინიციატივით და ორგანიზებით მიმდინარეობს, ადასტურებს იმას, რომ ქართული პოლიტიკური კლასი სერიოზულ განახლებას საჭიროებს.

მისივე თქმით, იმედია, ოპოზიციის ნაწილი კარგად გაიაზრებს ამ პარადოქსამდე დასული პროტესტის დამაზიანებელ ფორმას.

“Pax Europaeana იგივე Pax Europicana( ევროპული მშვიდობა – ისტორიული Pax Romana– ს შემდეგ), ეს არის შედარებითი მშვიდობის პერიოდი, რომელმაც ევროპის კონტინენტზე დაისადგურა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, რაც ასოცირდება უპირველეს ყოვლისა ევროკავშირის (EU) შექმნასთან და მის გაფართოებასთან. ეს კონცეფცია ასევე დაკავშირებულია ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობასთან და ევროპულ ინტეგრაციასთან. და დიდწილად ამის შედეგია, რომ 1945 წლის შემდეგ ევროპაში არანაირი კონფლიქტი აღარ ყოფილა, რაც მას დასავლეთ ევროპის მატერიკზე Pax Romana– ს შემდეგ მშვიდობიანობის ხანგრძლივ პერიოდად აქცევს.

ამიტომ სიმბოლურადაც უნდა განვიხილოთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში მეტად დაძაბული პოლიტიკური პასეანსის ფონზე, როდესაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ფაქტიურად ვერც ერთ საკითხზე ვერ მოხერხდა კონსენსუსის მიღწევა, ხოლო პროტესტის ფორმად კვლავ კარვების გაშლა არის არჩეული.

მისი ვიზიტი იმითაც არის ნიშანდობლივი, რომ ორბელიანების სასახლეში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა სწორედ მისი ინიციატივით და ორგანიზებით მიმდინარეობს.
თავად ეს ფაქტიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული პოლიტიკური კლასი სერიოზულ განახლებას საჭიროებს და პირველ რიგში ნაცოპოზიციაზე ითქმის, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არჩევნების გაყალბების ვერანაირი წონადი არგუმენტი ვერ დადო, ვადამდელ არჩვევნებს ითხოვდა, როგორც საპარლამეტო ბოიკოტის შეწყვეტის უპირობო წინაპირობას.

იმედია, ოპოზიციის ნაწილი კარგად გაიაზრებს ამ პარადოქსამდე დასული პროტესტის დამაზიანებელ ფორმას, ქვეყნისთვისაც და თავად მათივე პოლიტიკური მომავლისთვისაც, თავს დააღწევს და გაემიჯნება ნაცმოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის რადიკალურ და რევანშისტულ სტრატეგიაზე აგებულ პოლიტიკას.

მიუხედავად ამ დონის ჩართულობისა, ამის შანსი თავს ნუ მოვიტყუებთ მაინც არ არის მაღალი ამ “ჭაობის ოპოზიციის” მრწამსიდან გამომდინარე. დრომ აჩვენა, რომ რადიკალიზაციის ეს გზა არსად არ მიდის, რაც მაღალი რანგის ევროპელი ჩინოვნიკის და დიპლომატის ვიზიტმაც და მის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმაც ცხადი გახადა.
დრო ასევე აჩვენებს ვინ როგორ გაიგო მისი სიტყვებიც-“პოლარიზაცია უნდა დასრულდეს. დადგა დრო, ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე”.

პოლიტიკური კონსენსუსის ალტერნატივა კი მხოლოდ რუსულ ინტერესს ემსახურება და თუ ვინ ზის ამ ინტერესში, კი არის ისედაც ცნობილი, მაგრამ მალე კიდევ ერთხელ ვნახავთ!”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები