ანა დოლიძე ლისის წყალმომარაგების პრობლემებთან დაკავშირებით მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატს შეხვდა

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე სოფელ ლისის მოსახლეობასთან ერთად, ლისში წყალმომარაგების პრობლემებთან დაკავშირებით მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგის და თიანეთის მაჟორიტარ დეპუტატს შალვა კერესელიძეს შეხვდა.

როგორც „კვირას“ ანა დოლიძის პრესსამსახურიდან აცნობეს, სოფელ ლისის მოსახლეობამ სასმელი წყლის და სოფელში არსებულ სხვა პრობლემების მოგვარებისთვის დახმარება ანა დოლიძეს სთხოვა.

„სირცხვილია, რომ 21-ე საუკუნეში ხალხს სასმელი წყალი არ აქვს და ამისთვის საპროტესტო აქციებს აწყობს. მცხეთის მუნიციპალიტეტში მილიონობით ლარია დახარჯული მოსახლეობის წყალმომარაგებისთვის, მაგრამ ეს ფული მიწაშია ჩამარხული. ლისთან ერთად წყალი არ აქვს წოდორეთს, მუხათწყაროს და კიდევ ბევრ სოფელს. დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ დაიწყება მოლაპარაკებები რამდენიმე მხარის ჩართულობით, მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კერესელიძის და მუნიციპალიტეტის მონაწილეობით. მოძრაობა „ხალხისთვის“ სლოგანია „წყალი ყველა ოჯახს“, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა დემოკრატიულ ბერკეტს, რომ მოსახლეობის პრობლემები იყოს მოგვარებული, ეს არ ეხება მხოლოდ წყალს, ხალხს არ აქვთ სოფელში აფთიაქი, გზები თუ ქუჩების განათება. ხელისუფლება იმიტომ ჰყავს ხალხს დაქირავებული, რომ სწორედ ეს პრობლემები მოაგვაროს“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები