შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატი: მოლოდინი გვაქვს, რომ ხვალ გამამართლებელი განაჩენი დადგება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის განცხადებით, ადვოკატებმა საკუთარ დასკვნით სიტყვაში დღეს ბრალდების მხარე სამართლებრივად გათელეს.

როგორც მამულაშვილი განმარტავს, აღნიშნულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვთ.

“დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანურად ბრალდების მხარე შეგვეცოდა, რადგან ფაქტობრივად, სამართლებრივი კუთხით გადათელვა მოხდა, ამის თქმა არ მომერიდება. მოლოდინი გვაქვს, რომ ხვალ გამამართლებელი განაჩენი დადგება”,- განაცხადა მამულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები