“ადმინისტრაციული საზღვრები მძიმე რეალობად რჩება, ეს არის შესაცვლელი” – შარლ მიშელი ხურვალეთში სტუმრობას Twitter-ში ეხმიანება

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ხურვალეთში ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან იმყოფება.

როგორც მან Twitter-ში დაწერა, “სოფელი ხურვალეთი მავთულხლართებით არის გაყოფილი. 2008 წლის ომის შემდეგ მოქალაქეებისთვის ადმინისტრაციული საზღვრები კვლავ რჩება მძიმე რეალობად. ეს არის შესაცვლელი”.

შარლ მიშელი საქართველოს გუშინ ეწვია. დღეს მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.

ასევე შეხვედრას გამართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან, ასევე, პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.

შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები