კახეთის რეგიონში სიჩქარის კონტროლის 4 სექცია ამოქმედდა

2021 წლის 1-ელი მარტიდან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, კახეთის რეგიონში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის ოთხი სექცია ამოქმედდა: 1. ახმეტის მუნიციპალიტეტი – სოფელ მატნიდან სოფელ დუისამდე (ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ); 2. ახმეტის მუნიციპალიტეტი – სოფელ დუისიდან სოფელ ჯოყოლომდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ); 3. ახმეტის მუნიციპალიტეტი – სოფელ ჯოყოლოდან სოფელ დუისამდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ); 4. ახმეტის მუნიციპალიტეტი – სოფელ დუისიდან სოფელ მატნამდე (ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ). სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით სულ, საქართველოს მასშტაბით, უკვე 1213 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები